ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ვაკანსია რამდენიმე ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ამიტომ მონაცემთა თავმოყრისას საჭიროა მათი გაცხრილვა. ამ მიზნით სამი ძირითადი კრიტერიუმი შევარჩიეთ: ვაკანსიის დასახელება, დამსაქმებელი და ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა. ამ კრიტერიუმებს თავისი დამატებითი ნიუანსები ახლავს.
თაგი: GitHub
Posts
ჩვენი კვლევა ქართულ შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების სამ უმსხვილეს ვებ წყაროს ეფუძნება, ესენია — jobs.ge, hr.ge, hr.gov.ge. 2018 წლის თებერვლიდან ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ სამივე წყაროს და ვაახლებთ ვაკანსიების ერთიან მონაცემთა ბაზას. მონაცემთა შესაგროვებლად გამოყენებული კოდი ხელმისაწვდომია ჩვენ GitHub გვერდზე და ღია რესურსია ყველა დაინტერესებული პირისთვის.